Foto

უკრაინის სამხედრო ფლოტმა რუსი ოკუპანტების სადესანტო ხომალდი „ორსკი” გაანადგურეს [ვიდეო]

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი „ორსკი“.  - ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ავრცელებს.

აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბერდიანსკი რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული.

უკრაინის სამხედრო ფლოტმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იწვის გემი ორსკი.