ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსული ნავთობისა და გაზის ყდვა იგივეა ერთი ხელით უკრაინას დაეხმაროს, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების ხოცვაში. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
ამასთან, კულება შესაბამის ქვეყნებს სწორი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
"თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს თავს დაუხრის, რომ გადაიხადოს ნავთობისა და გაზის საფასური რუბლებში, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას დაეხმაროს, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების ხოცვაში. მოვუწოდებ ქვეყნებს, გააკეთეთ ბრძნული და პასუხისმგებლიანი არჩევანი." - წერს დმტრო კულება.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, რუსეთი "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს მხოლოდ რუბლში მიყიდის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press