ლატვიამ მომღერალი თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 კულტურისა და გასართობი სფეროს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა მიიღო.
საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ. მიზეზი, მათ მიერ კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის საჯარო გამართლება და პროპაგანდის გაწევაა.
„ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულ გაუმართლებელ ომს, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება და რომლის შედეგადაც, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები ყოველდღიურად იღუპებიან. კრემლის რეიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს, ჩადენლ დანაშაულებში თანამონაწილეობას, შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ნონ გრატას სიაში მოხვდნენ შემდეგი პირები: მარია სითელა; დიმიტრი გუბერნიევი; ვლადიმერ მაშკოვი; არტიომ ჟოგა; თინა კანდელაკი; ვიქტორ პოლიაკოვი; პოლინა გაგარინა; ნიკოლაი რასტორგუევი; ვიტალი ლოკტევი; ალექსანდრე იეროხინი; სერგეი პერეგუდა; ვასილი გორელო; ნატალია პოდოლსკაია; ანასტასია მაკეევა; ვიქტორია დაინკო; დენის მაცუევი; ნიკიტა მიხალკოვი; ვალერი გერგიევი; დიმიტრი სტრელცოვი; ალექსეი ტარასოვი; პაველ სუჩკოვი; ალექსეი კანტური; სერგეი პოლუნინი; ვიქტორია ციგანოვა; სტანისლავ მიხაილოვი
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press