უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 15 800-მდე ჯარისკაცი.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 530 ტანკი, 1 578 ჯავშანტექნიკა, 280 საარტილერიო სისტემა, 80 სარაკეტო სისტემა და 47 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 108 თვითმფრინავი, 124 ვერტმფრენი, 1 033 საავტომობილო ტექნიკა, 42 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით - 72, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 42, სპეციალური აღჭურვილობა - 16 და გემები/ნავები - 4 ერთეული.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press