უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ქვეყნებს უკრაინის მიმართ სოლიდარობის ქმედებების განხორციელებისკენ და საპროტესტო აქციების ორგანიზებისკენ მოუწოდებს.
„მსოფლიომ უნდა შეაჩეროს რუსეთი, აჩვენეთ თქვენი პოზიცია. გამოდით ოფისებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან. გამოდით მსოფლიოს სახელით. გამოდით უკრაინის სიმბოლოებით, რათა მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ თავისუფლებას, სიცოცხლეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთი აწარმოებს ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ.
ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა იმ რუს მოქალაქეებს, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან.
„გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოყევით სიმართლე ომის შესახებ და თუ შეგიძლიათ დატოვოთ ქვეყანა, რათა თქვენი გადასახადები ომს არ მისცეთ, გააკეთეთ ეს“, - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press