Foto

ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომში მიიღო იმის საპირისპირო, რაც სურდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას იმის საპირისპიროდ დაასრულებს, ვიდრე მას სურდა - მეტი ნატო, არა ნაკლები, რომელსაც მოჰყვება მისი დამარცხება უკრაინაში.

ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის „ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი“ ლიდერი.

როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა განახორციელა მსოფლიო აზრი და მოახდინა საკუთარი ქვეყნის მობილიზება.

„ის რაც ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, არის უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები პუტინის რეჟიმსი წინააღმდეგ და სპეციფიური თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭრა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.