საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი გიგი უგულავას მიერ კახა კალაძეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უგულავა სასოწარკვეთილია, რადგან პოლიტკიაში აღარ არის.
დავითულიანის შეფასებით, უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად.
„გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ყველას მოღალატე და ყველასგან მიტოვებული ეს არარაობა კახი კალაძეზე რას იტყვის, კალაძეს არაფერს დააკლებს. თავად დაიხრჩობა იმ ბოღმაში, რაშიც იხრჩობა და ეს მისი არჩევანია. რომელ პოლიტიკაშია? - ეს კაცი პოლიტიკაში აღარ არის. ცდილობს, რომ პოლიტიკაში იყოს და სასოწარკვეთილია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არაფერი რჩება და საკუთარი თავის აქტუალიზაციას შეურაცხყოფებით ცდილობს.“, - განაცხადა დავითულიანმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press