პოლონეთის პარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ გენოციდის აქტებს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ ცნობს. პოლონელმა დეპუტატებმა რეზოლუცია 23 მარტს დაამტკიცეს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ამ დანაშაულების საჯარო მტკიცებულებები“ საკმარისია იმისათვის, რომ „პოლონეთის სეიმმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადონ“.
"პოლონეთის სეიმი მტკიცედ გმობს ხანგრძლივ ძალადობის აქტებს, ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევასა და საერთაშორისო სამართლის სხვა დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ ", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, მათ მოუწოდეს თანამოაზრე ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების დაწყებას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press