„რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მიმართ მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ“, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ანტლაქტიკური ალიანსის სამიტის დასრულების შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
მისივე განცხადებით, NATO-მ და ევროკავშირმა აღნიშნული ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვასა და თავდაცვის გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს.
„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა ისეთი პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინაც.
ევროკავშირთან ერთად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და თავდაცვის გაძლიერებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press