Foto

უკრაინის ვიცეპრემიერი - უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის ტყვეების გაცვლა მოხდა

„დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა მოხდა“, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი სოცილურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, 10 ტყვე რუსი ოკუპანტი, 10 უკრაინელ ჯარისკაცში გაცვალეს.

ამასთან ერთად, უკრაინელებმა რუსებს 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური გაუგზავნეს, რომლებიც ოდესის მახლობლად, დატბორილ გემზე გადაარჩინეს.

„დღეს, პრეზიდენტის ზელენსკის ბრძანებით, სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა მოხდა. 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ.

ასევე, დღეს ჩვენ რუსებს გავუგზავნეთ 11 მშვიდობიანი რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან დატბორილი გემიდან გადავარჩინეთ. ამ გაცვლის შედეგად, 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური „საფირონის“ სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება, რომლებიც ოკუპანტებმა დაიპყრეს, კუნძულ ზმინიდან ჩვენი სამხედროების წაყვანის მცდელობაში. გაცვლის პირობებით, თავად სამაშველო ხომალდი ასევე დაბრუნდება უკრაინაში და გაიგზავნება თურქეთის პორტში“, - აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.