რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთისგან თავდაცვითი ხარჯების გაზრდისათვის, დასავლეთის ქვეყნების მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოთქვა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „სიგიჟე“ უწოდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„შემრცხვა, როცა წავიკითხე, რომ სახელმწიფოთა ჯგუფმა ვალდებულება აიღო, იარაღის შესაძენად დახარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, როგორც პასუხი იმაზე, რაც ახლა ხდება. ეს სიგიჟეა“, - აღნიშნა პაპმა 24 მარტს, რომში, ქალთა ჯგუფების კოალიციასთან საუბრისას.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტი იმ „ძალაუფლების ძველი ლოგიკის პროდუქტია, რომელიც ე.წ. გეოპოლიტიკაში, ჯერ კიდევ დომინირებს“. მისი თქმით, გამოსავალი „არა კბილების გამოჩენაშია, ისე, როგორც ახლა ხდება, არამედ საერთაშორისო ურთიერთობების ჩარჩოების სხვა გზის გაგრძელებაში“.
„პასუხი მეტი იარაღი, მეტი სანქციები და მეტი პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსები არ უნდა ყოფილიყო“, - დასძინა რომის პაპმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press