უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არისტოვიჩი იუწყება, რომ რუსულ საოკუპაციო ძალებს უკრაინის ბევრ რაიონში, შეტევის გასაგრძელებლად რესურსი არ გააჩნია.
მისივე თქმით, ამის გამო ფრონტის ხაზი, ახლა ფაქტობრივად, თითქმის გაყინულია.
„ერთადერთი ადგილი, სადაც მტერი აგრძელებს ძალისხმევის კონცენტრირებას, არის იზიუმის, მარინკას და მარიუპოლის მიმართულება, ასევე დაკავებული დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის რაიონში, თუმცა მტერი იქ პრაქტიკულად თავდაცვაზეა გადასული. დღეს, განადგურდა რუსეთის ფედერაციის 49-ე არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტი სამხრეთში და დიდი სადესანტო ხომალდი, რომელსაც გადაჰყავდა დაახლოებით 400 საზღვაო ქვეითი, 20 ტანკი და 45 ჯავშანტრანსპორტიორი - ის აფეთქდა ბერდიანსკის პორტში. მეორე კი, დაზიანდა“, - დასძინა ალექსეი არესტოვიჩმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press