G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან რუსეთს „მძიმე შედეგები დააკისრონ და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული დამატებითი ზომები, სწორედ ისე, როგორც საჭიროა“.
G7-ის წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ არჩეული ომი და მისი „გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და უკანონო“ აგრესია უკრაინაში დაგმეს.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.
G7-ის ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ბელარუსიას, „აერიდონ შემდგომი ესკალაცია და თავი შეიკავონ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებისგან“. ამასთან ერთად, მათ მოუწოდეს მსოფლიოს „ყველა ქვეყანას, რომ რუსეთს სამხედრო ან სხვა ტიპის დახმარება არ გაუწიონ“.
„ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინსა და ამ აგრესიის არქიტექტორებს თუ მის მხარდამჭერებს, ისევე როგროც ბელარუსის ლიდერის, ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავიანთ ქმედებებზე. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის, იმ სახელმწიფო წინააღმდეგ, რომელიც სრულად ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. რუსმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ეს არის პრეზიდენტი პუტინი, მისი მთავრობა და მხარდამჭერები, მათ შორის ბელარუსიის ლუკაშენკოს რეჟიმი, რომლებიც აწესებენ ამ ომს და მის შედეგებს. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს რუსი ხალხის ისტორიას“, - ნათქვამია G7-ის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press