Foto

ემანუელ მაკრონი - საჭიროების შემთხვევაში, დასავლეთი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გაამკაცროს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დასავლეთი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ მეტად გაამკაცროს.  

„ამ სანქციებს აქვს გავლენა და არის ხელშესახები. ჩვენ ისინი თავიანთი შემაკავებელი ეფექტის გამო, უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავარსარდალმა, NATO-სა და G7 ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიო „უპრეცედენტო“ სასურსათო კრიზისში შედის. ემანუელ მაკრონის თქმით, შედეგები სავარაუდოდ, ზოგიერთ ისეთ ქვეყანაზე, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოები მალე აისახება, ვინაიდან ისინი განსაკუთრებით დამოკიდებული არიან უკრაინულ და რუსულ ექსპორტზე.