უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ერთი თვის განმავლობაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა. ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF-ი ავრცელებს.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში 7,5 მილიონი ბავშვიდან, რუსეთის აგრესიის გამო 4,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა, რომელთაგან 1,8 მილიონმა ქვეყანა დატოვა.
"ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის საშინელი ეტაპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი მომავალ თაობებზე. მიმდინარე საშინელი ძალადობის გამო ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა საფრთხეშია."- განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა.
OHCHR-ის მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავშვი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. ეს მონაცემები ეყრდნობა გაეროს, თუმცა შეძლო და რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.
ამასთან განცხადებში, აღნიშნულია რომ ომს დამანგრეველი შედეგები მოჰყვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press