გერმანია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ იყიდის. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა G7-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არსებობს მყარი კონტრაქტები და მიწოდების ხელშეკრულებები, რაც გადახდას დოლარში ან ევროში ითვალისწინებს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან გერმანიის კანცლერმა,აღნიშნა რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციები საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ქვეყნებმა გულდასმით განიხილეს, თუ რომელი სანქციები მოახდენს ყველაზე დიდ ეფექტს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ზომები ძალიან ეფექტურია და ჩვენ მათ მუდმივად ვავითარებთ. ნავთობის, გაზის ან ნახშირის გარკვეული იმპორტის მქონე ქვეყნები არ აქცევენ ამ იმპორტს სანქციების რეჟიმის ნაწილად“, - განმარტა შოლცმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press