გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღი რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები".
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეზოლუცია წარდგენილ იქნა უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის (საქართველოს ჩათვლით) თანასპონსორობით.
საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციის მთავარი მიზანია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას. გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება.
ამასთანავე, რეზოლუცია მოითხოვს, რომ მხარეებმა შეასრულონ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ჰუმანიტარული პერსონალის, ასევე მათი სატრანსპორტო საშუალებების, მარაგისა და აღჭურვილობის უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში ამგვარი საჭიროების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის.
რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, წევრ ქვეყნებს, გაერო-ს სისტემის ორგანოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება, ასევე უზრუნველყონ ლტოლვილთა დახმარება და დაცვა. რეზოლუცია აქვე მიესალმება გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ უკრაინისთვის გაერო-ს კრიზისის კოორდინატორის დანიშვნას.
რეზოლუცია ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს. ასევე მიმართავს გაერო-ს გენერალურ მდივანს, გენერალურ ასამბლეას მიაწოდოს ინფორმაცია შემდგომში აღნიშნული რეზოლუციის შესრულების თაობაზე.
ამასთან, ხაზგასმულია უკრაინის მეზობელი ქვეყნების მხრიდან გაწეული მცდელობები უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მიღებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების კუთხით.
რეზოლუციაში ხაზგასმულია მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დასასრულს, აღნიშნულია მოწოდება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოლაპარაკებების გზით.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press