იაპონია გაყინავს კიდევ 25 რუსეთის მოქალაქის აქტივებს და აკრძალავს ექსპორტს 81 რუსულ ორგანიზაციაში, - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
იაპონიის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქვეყნის მიერ სანქცირებულთა საერთო რაოდდენობამ 101 ადამიანს მიაღწია.
იაპონიის ფინანსთა მინისტრის ცნობით, ახალი სანქციების შეეხება იგოლ შუვალოვს, რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს და მსხვილი სახელმწიფო ფანკის Vnescheconombank-ის თავმჯრომარეს, ასევე ოლიგარქი სერგეი ჩემეზოვის 5 ნათესავს.
ამასთანავე, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აიკრძალება რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტი.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მთელი რიგი გამოაქვეყნა. ახალი სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ G7-ის სამიტზე უკრაინის მიმართ მეტ მხარდაჭერას გამოავლენდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press