რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებსა და არასამხედრო ობიექტებს, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსი ოკუპანტების თავდასხმას 1 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
გაეროს მონაცემებით, დაღუპულებს შორის 214 მამაკაცი, 160 ქალი, 14 გოგონა და 24 ბიჭია. ამასთანავე, 571 დაღუპული ადამიაისა და 48 ბავშვის სქესი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ამასთანავე, გაეროში აცხადებენ, რომ ადამიანთა უმეტესობა ასაფეთქებელ იარაღს - მძიმე არტილერიის, მრავალჯერატი სარაკეტო სისტემების, რაკეტებისა და სააერო დარტყმების შედეგად გარდაიცვალა.
გარდა ამისა, უკრაინის გენერალური პროკურატურა ინფორმაციას დაღუპული ბავშვების შესახებ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას უკვე 135 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 184 კი, დაშავდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press