რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის დასახული მიზნის მიღწევამდე არ შეწყვეტს.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია იმიტომ მოხდა, რომ მიზნები, რასაც რუსეთის სახელმწიფო ისახავდა, დიპლომატიური გზით ვერ იქნა მიღწეული.
"სპეცოპერაცია, პირველ რიგში, იმიტომ მოხდა, რომ მიზნები, რაც რუსეთის სახელმწიფომ დაისახა, დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ისაუბრა, როცა სპეცოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ოპერაციის მიმდინარეობას და მისი განხორციელების გეგმებს კონსტიტუციის თანახმად მთავრსარდალი განსაზღვრავს, რომელიც პრეზიდენტია. მან თავისი შეფასებები წარმოადგინა, ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება. ", - განაცხადა მედვედევმა RIA Novosti-სთან საუბრისას.
ამასთან მედვედევმა აღნიშნა, რომ მეზობელი უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას არ განახორციელებს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press