25 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებების დროს, ექვსიდან ოთხ საკითხზე, „როგორც ჩანს, საერთო აზრს მიაღწია“.
„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 6 საკითხი არსებობს, რომელთგანაც 4-ზე, როგორც ჩანს მხარეებმა საერთო აზრს მიაღწია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ამის შესახებ CNN იუწყება.
„თავიდან, უკრაინა ამ საკითხზე კონკრეტულ აზრს არ გამოთქვამდა, თუმცა მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შეიძლებოდა ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა. ასევე, კიდევ ერთი საკითხია რუსულის ოფიციალურ ენად მიღებაც. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცადა, რომ რუსული ენა უკრაინაში, თითქმის ყველგან სალაპარაკო ენაა, შესაბამისად არც ესა არაა პრობლემა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები, რუსეთთან კომპრომისებზე წასვლასთან დაკავშირებით, ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯია.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 მარტს, უკრაინის მთავარსარდალს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკვე ესაუბრა. მიდინარე კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში კი, იგი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას აპირებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press