რუსეთის მუქარას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს. ამის შესახებ, "ევროპული სიმართლე" ,TVP info-ზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტმა პოლონეთის პრეზიდენტს რუსეთისგან მოახლოებულ საფრთხეზე ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა დასძინა, რომ პოლონეთს მშვიდობა სურს თუმცა „გარწმუნებთ, რომ ის საკმარისად დიდია, რომ აგრესორების დასამარხად ადგილი ჰქონდეს"
„პოლონეთში არის გამონათქვამი: „ნუ შეაშინებ ნუ შეაშინებ. ჩვენ ვართ ერი, რომელიც გასული საუკუნის განმავლოაბაში თავს არავის დასხმია. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა მშვიდად ცხოვრება. ჩვენ გამოვძვერით რკინის ფარდიდან, დავიბრუნეთ სრული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, რათა გვეცხოვრა კომფორტულად, განვვითარებულიყავით, შეგვესწავლა მსოფლიო და გავმხდარიყავით მსოფლიო მოქალაქეები და გვინდა, რომ ეს ასეც გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მისწრაფება. თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. “, - განაცხადა დუდამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press