გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ათასობით უკრაინელმა ლტოლვილმა თავი გერმანიას შეაფარა.
25 მარტის მდგომარეობით, გერმანიის პოლიციამ 253,157 უკრაინელი ლტოლვილი დაარეგისტრირა. პოლონეთსა და გერმანიას შორის სასაზღვრო შემოწმების არარსებობის გამო, ქვეყანაში გადასული ლტოლვილების რეალური რაოდენობა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად მაღალი იყოს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.
„გერმანიაში ჩასულ ლტოლვილთა უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან“, - აღნიშნა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press