უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა განაცხადა.
„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ხელმძღვანელობა: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ეს იყო მიზანი, ზოგიერთი მათგანი წარუმატებლად გამოგზავნეს უკრაინაში“, - განაცხადა მრჩეველმა და დასძინა, რომ აღნიშნულის მტკიცებულებებს საერთაშორისო სასამართლოს მიაწვდიან.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვა თვალს ადევნებდა ბოევიკების უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე მათგანი უკვე ლიკვიდირებულია.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გადაურა 10-ზე მეტ მოკვლის მცდელობას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press