Foto

პუტინმა უკრაინაში შეჭრისთვის მზადებ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მზადება აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევნის შემდეგ დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინული მედია საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „აგორას“ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადება დაიწყო რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრების სერიით 2020 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა.

„ჯო ბაიდენის გამარჯვება ნიშნავდა დაპირისპირების გარდაუვალ აღდგენას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ დღეს რუსეთში შემოღებულია საომარი მდგომრეობა, ძირითადი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვით და შეჭრისთვის მზადებით რამდენიმე მიმართულებით.

გარდა ამისა, უფლებადამცველები აღნიშნავვენ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და პოლიციის გაზრდილი კონტროლი ხელისუფლებამ გამოიყენა „სპეციალური ოპერაციისთვის“ მოსამზადებლად. ამასთან, კრემლმა გაანეიტრალა მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების პოტენციური ორგანიზატორები და გაანადგურა დამოუკიდებელი მედია.