Foto

ვოლოდიმერ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე - ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვჭირდება რეფერენდუმი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალიტეტი, უსაფრთხოების გარანტიები და არაერთობლიობის სტატუსი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა რომ, ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.

"ეს არ არის ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ერთი ფურცელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს დოკუმენტი სერიოზულ შეთანხმებად ვაქციოთ. 

უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, რამდენადაც მახსოვს, რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი სწორედ ეს იყო და ამის გამო ომი დაიწყეს. ", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინას ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმზე შეუძლია, რადგან კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

"უკრაინაში რეფერენდუმი უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი რეფერენდუმის შესახებ. უსაფრთხოების გარანტიები ნეიტრალურ სტატუსს ითვალისწინებს და ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის ორი სხდომა. რეფერენდუმი უფრო სწრაფი ნაბიჯია, ვიდრე კონსტიტუციის შეცვლა, ამიტომ რეფერენდუმი იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს რა სტატუსი და ასეთი გარანტიები. რეფერენდუმი ჩატარდება რამდენიმე თვეში, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.