უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა არ გამორიცხავს, რომ მარიუპოლში ოკუპანტების დანაშაული გენოციდად კვალიფიცირდეს. - ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„ის, რაც მარიუპოლში ხდება, აღარ არის ომის დანაშაულები... ომს აქვს წესები, მაგრამ აქ არ არის წესები. მე ამას ვუყურებ გენოციდის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობის კუთხით, როცა მთელი ქალაქი მძევლად არის აყვნილი, სადაც ხალხი წყლის, საჭმლის და გათბობის გარეშეა. იქ, სადაც გასასვლელი არ არის და ესვრიან კოლონებს, რომლებიც ცდილობენ ქალაქის დატოვებას“, - თქვა მან.
გენერალურმა პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან გააძევეს მოზარდები და ბავშვები, ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა დეპორტაციის ორი საქმე გახსნეს.
”მარიუპოლიდან ორ ათასზე მეტი ბავშვი იყო დეპორტირებული. რას ნიშნავს ეს? ეს მხოლოდ ომის დანაშაულია? “, - დასძინა ვენედიქტოვამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი, როგორც ერი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press