რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 144 ბავშვი ემსხვერპლა, 220 კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა რეგიონები სადაც ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 68, ხარკოვში - 49, დონეცკში - 54, ჩერნიგოვში - 38, ნიკოლაევში - 30, ჟიტომირში - 15, სუმში - 15, ხერსონში - 25.
დაბომბვების შედეგად დაზიანდა 773 სასწავლო დაწესებულება, მათგან 75 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press