რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომელიც რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს კიევთან მოლაპარაკებებზე.
„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში“, - განაცხადა მედინსკიმ.
ამასთან, მედინსკიმ უკრაინის წინადადებებს კომპრომისისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯი უწოდა.
შეგახსენებთ, მოსკოვისა და კიევის დელეგაციებს შორის უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები სტამბულში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press