ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 6-7 აპრილს უკრაინის მონაწილეობით შეხვედრას გამართავენ. - ამის შესახებ ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით ნატო-ს შტაბ-ბინაში ოთხშაბათს, 6 აპრილს და ხუთშაბათს, 7 აპრილს გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ნატოს-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
"შეხვედრა 6 აპრილს სამუშაო ვახშმით დაიწყება. მეორე დღეს, 7 აპრილს, შეხვედრა ორ სესიად დაიყოფა. კერძოდ, პირველ სესიაზე მოწვეულნი არიან ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი." - აღნიშნულია ინფორმაიცაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press