Foto

არახამია - რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების სრული გაყვანის პირობით

რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრული გაყვანის პირობით, - ამის შესახებ RBC-Ukraine- თან ინტერვიუში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

„როდესაც მივაღწევთ სამშვიდობო შეთანხმებას ხელშეკრულების პირობით, მათ მოუწევთ უკრაინის ტერტიორიის მთლიანად დატოვება ," - განაცხადა არახამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ჯარებმა, ხერსონის რეგიონის სამხრეთი - ე.წ. "დერეფანი" ყირიმისკენ უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბულში გუშინ გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი". 

ამასთან ცნობილია, რომ მხარეები დიალოგის მაგიდას უახლოეს დღეებში კვლავ მიუსხდებიან.