Foto

Reuters: შოლცი ზელენსკის - გერმანია მზადაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

"შოლცმა გამოხატა ზელენსკისთან სატელეფონო საუაბრში გერმანიის მხრიდან ზოგად მზადყოფნაზე" - განაცხადა სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა პრესკონფერენციაზე.

ჰებესტრეიტმა დასძინა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, შეიცავდა თუ არა უსაფრთხოების გარანტიის როლი სამხედრო კომპონენტსაც.