რუსი სამხედროების ნაწილი გაყვანილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან. - ამის შესახებ CNN-ი პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჯარების გაყვანა მას შემდეგ ხდება, რაც რუსი სამხედროების ნაწილმა კიევის მახლობლად ტერიტორია დატოვა.
ობიექტი ოკუპანტების ხელში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში ჩავარდა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე ჩერნობილში რუსი სამხედროების განლაგებამ შეშფოთება გამოიწვია.
ცნობისთვის, 25 თებერვალს რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღო, შეტევა ბელარუსიდან შესულმა რუსულმა სამხედროებმა განახორციელეს და სადგურში მომუშავე ადამიანები მძევლად აიყვანეს. სადგურის აღების შემდეგ, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებდნენ და ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებთან გათიშეს. 21 მარტს კი, უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press