უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაყვანილი ჯარები დონბასში განლაგდნენ.
"ვხედავთ, რომ დონბასში რუსი სამხედროები იკრიბებიან და ახალი დარტყმისთვის ემზდებიან, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, არაფერს დავთმობთ, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი მეტრისთვის, თითოეული ადამიანისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და ამ რაიონებში მათი აქტივობის შემცირება უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლის შედეგია.
„არის მოსაზრებები რუსი სამხედროების სავარაუდო „გაყვანის“ შესახებ კიევიდან და ჩერნიგოვიდან, ამ რაიონებში ოკუპანტების აქტივობის შემცირების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის „გაყვანა“, არამედ ეს არის უკრაინელი სამხედროების განდევნის შედეგი “, - განაცხადა მან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press