გერმანია მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია მზადაა ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მაგრამ ომი ისევ გრძელდება - და რუსული განცხადებების ნდობა შეუძლებელია, დასძინა ბერბოკმა.
"თუ გარანტიებია საჭირო, მაშინ გერმანია გარანტიებს გასცემს. ჩვენ სრულ სოლიდარობაში ვართ, უკრაინასთან, ეს ასევე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და სამშვიდობო წესრიგის გაგრძელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press