Foto

მიხეილ სააკაშვილი - ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს მთავრობა არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის მომზადებას ემსახურებოდა

ბაბილოვმა საქართველოს მთავრობას მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა, მოკავშირეების გარეშე დავრჩით. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში დაანონსებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ეს ბორდერიზაციის პრიოცესი ხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა.

"ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა. 

შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ" ,- წერს მიხეილ სააკაშვილი