კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „მალე „სამხრეთ ოსეთი“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი გახდება".
როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კრემლი ამ კუთხით არანაირ სამართლებრივ თუ სხვა ქმედებებს არ იღებს.
„ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ მოგვიხდენია, მაგრამ ამავდროულად, საუბარია „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, მათ პატივისცემით ვეპყრობით“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ სამხეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდოდა. აღნიშნული განცხადება მას მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press