ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დატოვებამდე, რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურიდან ნივთები მოიპარეს, - კერძოდ, ჩაიდანები, ყავის მადუღარა და კომპიუტერები. - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენ კრამარენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენადაც უკრაინულმა მხარემ იცის, ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არაფერი დატოვეს.
"მათ დაიწყეს ძვირფასი ნივთების ჩალაგება აღჭურვილობაში, მოიპარეს მეტ-ნაკლებად ძვირფასი ნივთები - კომპიუტერები, ყავის მადუღარა, ქვაბები და რამდენიმე კონტეინერი. ნივთები, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში იყო, მათ მანქანებში ჩატვირთეს და წაიღეს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კრამარენკომ დასძინა, რომ დამპყრობლებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს სამუშაოს დატოვება აუკრძალეს.
"თანამშრომლები ძალიან ფრთხილად მოძრაობდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რადგან შიშობდნენ, რომ შესაძლოა რუსებს ასაფეთქებელი მოწყობილობები დაეტოვებინათ." - განაცხადა მან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press