რუსეთი სურსათსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ „მეგობარ ქვეყნებს“ მიაწვდის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს.
როგორც დიმიტი მედვედევი აღნიშნავს, რუსეთის ე.წ მეგობარ ქვეყნებს საფასურის გადახდა როგორც რუბლით, ასევე ეროვნული ვალუტით შეეძლებათ.
„ჩვენ მივაწვდით საკვებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ ჩვენს მეგობრებს (საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპაში და არც ჩრდილოეთ ამერიკაში). ჩვენ გავყიდით როგორც რუბლებში, ასევე, მათ ეროვნულ ვალუტაში შეთანხმებული პროპორციებით. ჩვენს მტრებს არ მივაწვდით ჩვენს პროდუქციას და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და მათგან არაფერს ვიყიდით”,- წერს მედვედევი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press