რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, ოკუპანტებმა სულ მცირე ექვსი მარცვლეულის საცავი გაანადგურეს. - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციას, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, მარცვლეულის საცავებზე მიტანილი იერიშზე მეტყველებს აშშ-ის ხელისუფლების ხელთ არსებული ფოტოსურათები.
„რუსეთის მიერ მარცვლეულის საცავების დაზიანება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ახდენს პუტინის ომი პირდაპირ გავლენას უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე და საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. ვინაიდან, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებული არიან უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე, სურსათის ამ მარაგებისა და საწყობების განადგურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დეფიციტი და ფასების ზრდა ისედაც დაუცველ ეკონომიკის მქონე ქვეყნებში“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press