ნიდერლანდების მთავრობამ დაახლოებით 516 მილიონი ევროს რუსული აქტივები გაყინა - ინფორმაციას, Ukrinform-ი, წარმომადგენელთა პალატაში გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თითქმის 516 მილიონი ევროს რუსული აქტივები ნიდერლანდებში გაყინულია", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დაბლოკილია 154 მილიონზე მეტი ტრანზაქცია.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა გამოაცხადა. რუსული ჯარები ამ დრომდე ახორციელებს მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და სოფლების საცხოვრებელი უბნების ტერიტორიებზე. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press