რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკო ავრცელებს.
"ზოგიერთი ჭურვი პირდაპირ რეგიონალურ საავადმყოფოს მოხვდა და საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა, ფაქტობრივად, ონკოლოგიური განყოფილება, მთლიანად განადგურდა. სამმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო", - განაცხადა მერმა.
მან ასევე თქვა, რომ წყალი და ელექტროენერგია არ არის და საკვებისა და მედიკამენტების ერთადერთი მარაგი სამხედროებისა და მოხალისეების მიერ შემოდის.
„ამჟამად ჩვენ გავდივართ სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press