აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
დახმარების პაკეტი მოიცავს: ლაზერულად მართვად სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჰამვისებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, ტყვიამფრქვევებსა და მედიკამენტებს მოიცავს.
„ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსული ძალების მოგერიების გმირული ძალისხმევის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება უკრაინისთვის.
ამასთან, გუშინ, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთისა და ბელარუსის 120 სახელმწიფო პირს თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო სექტორში, სანქციები დაუწესა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press