უკრაინისთვის რუსეთთან ომში მხოლოდ გამარჯვებაა მისაღები, მაგრამ კიევი მშვიდობისთვის აგრესორთან ტერიტორიულ დათმობებს არ წავა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა.
"სიმართლის გამარჯვება - უკრაინისა და უკრაინელების გამარჯვებაა. საკითხავია, როდის დასრულდება. ეს მტკივნეული საკითხია. გამარჯვების გარდა, უკრაინელი ხალხი არ მიიღებს რაიმე შედეგს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა რუსეთისთვის უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, ზელენსკი პასუხობს: „ჩვენ არ ვაჭრობთ ჩვენს ტერიტორიაზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი არ განიხილება."
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან ელის ვალდებულებებს.
"ჩვენ არ ვართ სუსტი სახელმწიფო. ჩვენ არ გთავაზობთ გაძლიერებას ნატო-ს ხარჯზე. ჩვენ ვართ დანამატი, ჩვენ ვართ ლოკომოტივი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press