რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 145 ბავშვი ემსხვერპლა, 222 კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა რეგიონები სადაც ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 75, ხარკოვში - 59, დონეცკში - 78, ჩერნიგოვში - 49, ნიკოლაევში - 34, ჟიტომირში - 22, სუმში - 16, ხერსონში - 29.
დაბომბვების შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press