რუსი სამხედროები სუმის რეგიონიდან აქტიურად გადიან. - ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად გადიან სუმის რეგიონიდან. ისინი განურჩევლად ისროდნენ და ატერორებდნენ მოსახლეობას, ჩვენი ჯარები კი დევნიან მათ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, კონოტოპის ტერიტორია ჯერჯერობით 100%-ით თავისუფალი არ არის რუსებისგან, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათ თანდათან ანადგურებენ“. - განაცხადა დმიტრო ჟივიცკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 18 300-მდე ჯარისკაცი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press