ხარკოვში, რუსი ოკუაპნტების მიერ სლობოდას რაიონის დაბომბვის შედეგად , წინასწარი მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება.
მათივე ცნობით, დაზიანდა 10-მდე სახლი, ასევე ტროლეიბუსის საწყობი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
შსს -ს ინფორმაციით , დაშავებულებს სამხედროებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დაჭრილები ხარკოვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, 3 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, რუსმა დამპყრობლებმა რაიონული ცენტრის სლობოდსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუხსნეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press