გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ მართებულად მიიჩნევს თავის გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ კომენტარს მისი პრესმდივანი არცელებს.
„ფედერალური კანცლერი დოქტორი ანგელა მერკელი მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებებს ბუქარესტში 2008 წლის ნატოს სამიტთან დაკავშირებით“.
ამავდროულად, მერკელმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, მაგრამ არ უპასუხა ზელენსკის მოწვევას, ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია საფრანგეთისა და გერმანიის ყოფილი მეთაურები ბუჩაში , სადაც რუსი სამხედროები სისასტიკეს სჩადიოდნენ უკრაინელების წინააღმდეგ, რათა ენახათ, რა გამოიწვია „რუსეთთან დათმობებზე“ 14-წლიანმა პოლიტიკამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press