„აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისი“ - პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ომის დასრულების ახალი თარიღების ასახელებს. - ამის შესახებ მან ეროვნული მარათონის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსი სამხედროები კიევთან ახლოს პოზიციებზე დაბრუნდნენ.
„აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში, რუსი ოკუპანტები წინსვლას ვერ შეძლებენ, ისინი ჩვენს ტერიტორიაზეც რომ დარჩნენ, როგორც კი მწვანე ბალახი გამოჩნდება, ფეხზე დგომით დავამარცხებთ. სამხედროები, ადგილობრივებთან ერთად, დაანახებენ მათ თუ როგორ უნდა დახვდნენ მტერს, რომელსაც სძულხართ“, - განაცხადა მან.
არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ უკრაინული სამხედროები აღმოსავლეთიდან შეტევას ელოდებიან.
„ხარკოვს ვერ წაგვართმევენ, ეს ტაქტიკურად შეუძლებელია. არ ვიცით როდის დაიწყებენ შეტევას, მაგრამ უკვე სამჯერ გადადეს “, - შეაჯამა არესტოვიჩმა.
რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, მაშინ, მისი თქმით, ახლა იქ სიმშვიდეა.
„მარიუპოლში გარკვეულწილად სიმშვიდეა, მაგრამ ეს ის კი არ არის, რომ მათ სროლა შეწყვიტეს, ეს ნიშნავს, რომ მტერი გამოფიტულია. ჩვენმა სამხედროებმა ისინი ამოწურეს და მათ ძალების შესავსებად პაუზა სჭირდებათ, რათა კვლავ შეუტიონ ჩვენს პოზიციებს. “, - განაცხადა OP-ის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press