Foto

გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 165 ბავშვი დაიღუპა, 266-ზე მეტი კი დაშავდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე,  165 ბავშვი ემსხვერპლა, 266-ზე მეტი კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს. 

გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა რეგიონები სადაც ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 77, ხარკოვში - 61, დონეცკში - 78, ჩერნიგოვში - 49, ნიკოლაევში - 35, ჟიტომირში - 22, სუმში - 16, ხერსონში - 29.

დაბომბვების შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.

გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.